Payze, Kernel, Pulsar AI – სამი წარმატებული ქართული სტარტაპი პანელურ დისკუსიაზე Fireside Chat წარსდგება. “საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე” – სტარტაპ გრაინდის მიერ დაგეგმილი მორიგი დისკუსიაა, სადაც მსმენელი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმატებულ კომპანიებთან გასაუბრებას შეძლებს. შეხვედრა 26 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
დისკუსიის მთავარი თემა სტარტაპების საერთაშორიზო ბაზარზე გასვლის პროცესი, მასთან დაკავშირებული სირთულეები და მოულოდნელობებია. როგორ უნდა აღმოჩნდე სწორ დროს სწორ ადგილას – მოწვეული სტუმრები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.


ქართული ფინტექ სტარტაპი Payze, ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს ანგარიშსწორების საკითხის მოგვარებაში ეხმარება: ადგილობრივ და უზბეკურ ბაზრებს ონლაინ გადახდების მისაღებად ულიმიტო საშუალებებს სთავაზობს.
Kernel 2019 წელს შექმნილი სტარტაპია, რომელიც მეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს, როგორც საქართველოში, ისე ინდოეთსა და ფილიპინებში;
ხოლო Pulsar AI ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს ამერიკაში.

პანელური დისკუსიის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია, მხარდამჭერები კი ტერმინალი, მედიალაბი და მეღვინეობა ჩელთი არიან.
ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი