თბილისის მოსახლეობა დაბინძურებული ჰაერისა და გამონაბოლქვის გამო ძალიან არის შეწუხებული. სოციალურ ქსელებშიც ხშირად ჩივიან ამასთან დაკავშირებით. 

უკვე აშკარაა, რომ გარკვეული მკაცრი ზომებია ამ მხრივ გასატარებელი.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული წარმოების საათი – Airadi, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ზომავს.

Airadi – ეს არის ჭკვიანი მაჯის საათი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების ტემპერატურასა და ტენიანობის შესახებ.

პროექტზე მუშაობა სამი თვეა რაც მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში სტარტაპმა, ბიზნეს გეგმა შეიმუშავა, პროდუქტის პროტოტიპი და დიზაინი შექმნა, ასევე ბაზრის კვლევა ჩაატარა.

როგორც Airadi-ში აღნიშნავენ, სამომავლოდ ისინი პროდუქტის მაქსიმალურად დახვეწასა და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ, რის შემდეგაც ყველას მიეცემა პროდუქტის შეძენის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ Airadi Social Impact Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპია. მათ პრიზის სახით – 2000 ევრო გადაეცათ. აღნიშნულ თანხას სტუდენტები პროტოტიპის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად გამოიყენებენ. ისინი ამჟამად ინვესტორის მოლოდინში არიან, რომელიც მათი იდეის დასრულებასა და მასიური წარმოების დაწყებაში დაეხმარებათ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here