ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პროექტ “StartUP Beats”-ის ფარგლებში სტარტაპებს შეხვდა. პროექტის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო საკუთარი გამოცდილება ბიზნესში, მსოფლიოსა და საქართველოში, ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ განხორციელებულ და სამომავლო რეფორმებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.

“StartUP Beats” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტია, რომლის ფარგლებში ხორციელდება რეგულარული შეხვედრები, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები (მათ შორის, წარმატებული სტარტაპერები) გამოცდილებას უზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here