26 ნოემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ (EPRC) შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფრომდა, რომელიც მხარდაჭერილია „შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) მიერ.

აღნიშნული მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის და  ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ქართული სერვისების ინტერნაციონალიზაციის პოტენციალის და მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, ძირითადი აქცენტით ევროპის ბაზარზე. ეს სექტორებია: არქიტექტურა და დიზაინი; ბიზნეს საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფა (IT).

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here