ქართული 3D ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ 2 საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში – South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანკტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე International Environmental Film Festival Green Vision „ჯინო“ მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოეს (Prize in nomination For the Optimistic Vision of the Future).

„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. 

იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან, განსხვავებული შეხედულებები დაივიწყონ და საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად ერთად იბრძოლონ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here