ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, აჭარის მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდთან თანაორგანიზებით ბათუმში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამდღიან ბანაკს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ 16-20 წლამდე ახალგაზრდები ბათუმიდან, აჭარის რეგიონებიდან და მაღალმთიანი სოფლებიდან.

ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

,,შესაძლებლობები აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ ბანაკის მესამე დღეს მონაწილეებთან ერთად აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებს სერტიფიკატებიც გადასცეს.

ბანაკის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ინოვაციების განვითარებას აჭარის რეგიონში და მისცეს ახალგაზრდებს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here