თბილისის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების ქსელს კიდევ ერთი შეემატა სამხატვრო აკადემიის სივრცის სახით.

0

ფაბლაბი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ კორპუსში, ყიფშიძის ქუჩა #34-ში განთავსდა. იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ და თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა გახსნეს.

1

„ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთობლივი პროექტების განხორციელება შეეძლებათ. დარწმუნებული ვარ, რომ შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული განათლება არის ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის წინაპირობა.“ – განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

2

,,ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ინოვაციური სტარტაპების განვითარებას, რაშიც შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩართულობა საკვანძო როლს თამაშობს. კონკრეტული პროტოტიპების შექმნით სტარტაპები სწრაფად განვითარებას შეძლებენ, რაც თავის მხრივ ბიზნეს სექტორის ზრდას შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

3

თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამულ სწავლებაში შემოდის ყველა ის თანამედროვე, მოდერნიზებული და ტექნოლოგიური მიდგომა, რაც გაცილებით მარტივს ხდის ახალგაზრდის იდეის რეალიზებას.

4

ფაბლაბების პროექტების კოორდინატორმა დამსწრეებს მაღალტექნოლოგიური აპარატების შესაძლებლობები და მრავალმხრივი მიმართულებები  გააცნეს.

5

სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ფაბლაბს ასევე აქვს საერთო სამუშაო სივრცე. ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შექმნის, ტესტირებისა და მისი მცირე რაოდენობით წარმოების საშუალებას მისცემს.

6

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2015 წელს ფაბლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე ე.წ. ფაბქვეყანა გახდა. ამ სტატუსის მატარებელ სახელმწიფოს აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს.

7

ამჟამად ფაბლაბები, თბილისის გარდა, ფუნქციონირებს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის და ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში. წლის ბოლომდე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის გახსნა იგეგმება ზუგდიდშიც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here