ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის განმავლობაში, პროგრამის მენეჯერმა თამარ ჭელიძემ დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია წარუდგინადა დასმულ კითხვებს უპასუხა.

თანადაფინანსების გრანტების მომავალი საინფორმაციო შეხვედრები თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია დაგეგმილი.

აღნიშნული პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან დაფინანსებით ხორციელდება. კონკურის მიზანია, საქართველოში ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 28 დეკემბერია.

  • ტეგები
  • GITA
წინა სტატიაOsmo Pocket – გამოშვების თარიღი, ფასი, მახასიათებლები
შემდეგი სტატია7 დეკემბერს დეველოპერებისთვის სამ დღიანი ჰაკათონი მოეწყობა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი