15 დეკემბრიდან გაყიდვაში ჩაეშვება ახალი მინიატურული კამერა Osmo Pocket. კამერა ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ DJI-მ შექმნა.

Osmo Pocket -ს, ზომისდა მიუხედავად, ყველაფერი აქვს, რაც პროფესიონალურ აპარატს ესაჭიროება, იქნება ეს 4K ფუნქცია, სტაბილიზატორი და დისფლეის ფუნქცია, თუ სხვ. ბაზარზე მას GoPro-ს კონკურენტად განიხილავენ.

Osmo Pocket-ს 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, f/2.0 დიაფრაგმით, 116 გრამს იწონის და ბატარიის გამძლეობა 120 წუთია. მისი ღირებულება ბაზარზე 349 დოლარი იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here