კომპანია GoPro-მ წარმოადგინა ახალი ექშენ-კამერა Hero 8 Black, რომელსაც უფრო მყარი და დაცული კორპუსი აქვს, ასევე წარმოადგინეს 360 გრადუსიანი კამერა GoPro Max. ორივე სიახლე გაყიდვაში 2019 წლის ბოლომდე გამოვა.

დიზაინით ახალი გოუპრო დიდად არ განსხვავდება, თუმცა კონსტრუქციულად მასში ინტეგრეირებულია სამაგრი შტატივისთვის, რომელიც წინა თაობებში სპეციალურ ქეისს მოითხოვდა. კამერას დაემატა გარეშე მოდულების მხარდაჭერა, როგორიცაა მაშუქი, გარე ეკრანი და მიკროფონი-ზარბაზანი.

ობიექტივის ბლოკი ახლა უკვე ნაკლებად არის გამოჩრილი ხოლო კამერის წყალში 10 მეტრამდე სიღრმეში ჩატანა გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა მწარმოებელი ამბობს, რომ კამერის ზლინზის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია თუ ამას სპეციალურად არ მოვინდომებთ.

პროგრამული ცვლილებებიდან აღსანიშნავია გაუმჯობესებული სტაბილიზაციის სისტემა HyperSmooth 2.0 და TimeWarp 2.0 ფუნქცია ობიექტზე ფოკუსის მიმაგრებით, შესაძლებელია ცოცხალი ფოტოგრაფიების Live Burst გადაღება, ღამის ღეჟიმი და ციფრული გადართვა გადაღებაზე სხვა და სხვა ფოკუსური მანძილით.

GoPro Hero 8 Blac იღებს ვიდეოს 4K ფორმატში 60 კადრი/წამში სიხშირით და FullHD 60 ან 240 კადრი წამში სიხშირით. გარდა ამისა განაახლეს მიკროფონების სიტემა: კამერა არა მხოლოდ უკეთეს ხმას, არამედ უფრო კარგად აფიქსირებს მას სივრცულ რეჟიმში.

GoPro Max განკუთვნილია სფერული ექშენ-რგოლების გადაღებისთვის. მას 16.1 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს და შეუძლია 360 გრადუსიანი ვიდეოს გადღება 5.6K გარჩევადობით 30 კადრი წამში სიხშირით. როგორც Hero 8-ში, მასშიც არის ჩაშენებული სენსორული ეკრანი, აქვს HyperSmooth 2.0 და TimeWarp 2.0, იღებს 2-ჯერ შენელებულ ვიდეოს აქვს FullHD ონლაინ ტრანსლაციის შესაძლებლობა. კორპუსი 5 მეტრამდე წყალში ჩაძირვას უძლებს.

წინა სტატიაMicrosoftEvent LIVE -ის დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის
შემდეგი სტატიაWhatsApp-ში თვითგანადგურებად მესიჯებს გავგზავნით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი