7 დეკემბერს ბიზნეს ცენტრ მოზაიკაში სამ დღიანი ჰაკათონი მოეწყობა.

Product Savvy Consulting Georgia და კორპორაცია WolfPack Systems-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, დეველოპერებს სამ დღიან ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება.

ღონისძიება 7 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე დაიწყება და 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

ჰაკათონის მთავარი თემა მოგზაურობა, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და ამ გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაჭრის გზებია.

მონაწილეები გუნდებად რეგისტრირდებიან, თუმცა, ინდივიდუალურადაც აქვთ მსურველებს შესაძლებლობა გუნდებსა და თვითონ ღონისძიებას შეუერთდნენ.

გამარჯვებული $1000-ით დაჯილდოვდება.  

წინა სტატიატექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოში Play Store-ის ფასიანი აპლიკაციები უკვე ხელმისაწვდომია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი