15 ოქტომბერს, 18:30 საათზე ტექნოპარკში – Fear Group-ის დამფუძნებელი, ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი და ფილანტროპი სტივენ ფეარი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე – The Importance of Enterprise for Georgia.

ლექცია განკუთვნილია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები მეწარმეებისთვის და მისი მთავარი თემა იქნება საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეების მნიშვნელობისა და როლის გააზრება.

საჯარო ლექციის მთავარი გზავნილებია:

  • როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებაში;
  • სტივენ ფეარი განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება იდეისგან შექმნა წარმატებული ბიზნესი;
  • სტუმარი პრაქტიკულ რჩევებს მისცემს დამსწრე საზოგადოებას, როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული ბიზნესი.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

სამუშაო ენა – ინგლისური.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here