ჩინეთში ქ. შანხაიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და BGTA – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

BGTA ხელს უწყობს დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ტექნოლოგიისა და საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებას ჩინეთში.

მემორანდუმის მიხედვით, ქართველი სტარტაპებისთვის შანხაიში BGTA აქსელერატორში გამოყოფილი იქნება უფასო სამუშაო სივრცე.

მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე სპეციალური სტუმრის სტატუსით შანხაის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, 8 ნოემბერს ავთანდილ კასრაძემ საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo – CIIE) მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here