ავთანდილ კასრაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეფორმებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მან რამდენიმე ნაწილს გაუსვა ხაზი.

„პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა თქვენი რეკომენდაციის ნაწილს, რომელიც ეხება მეცნიერების ბიზნესთან დაკავშირებას. ჩვენი უნდა გავააქტიუროთ მოქმედება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ინვესტიციების მოზიდვას, კვლევებს ჩატარებასა და განვითარებას, უკვე არსებული ტექნოლოგიების გატანას ინდუსტრიაში და ა.შ.

ამ მიმართულებით ინოვაციებისა და ტექნოლოგიებს სააგენტო მზად არის მიიღოს ჯანსაღი კრიტიკა, რადგან სააგენტო ძირითადად ორიენტირებული იყო სტარტაპების განვითარებაზე, რომელიც ე.წ. Cool ტენდენციად გადაიქცა, თუმცა რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნაზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინოვაციების ხელშეწყობა და მისი გადატანა ბიზნესში.

ამ მხრივ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2 მიმართულებითაა ორიენტირებული:

პირველი –  ეს არის ცენტრალიზებული ტექნოლოგიების გადაცემის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და უნივერსიტეტს გაუწიოს დახმარება. (დახმარება ბრენდინგში, მარკეტინგში, შეფუთვაში, ინვესტორებთან გატანასა და ა.შ.) ეს არის შრომატევადი საქმიანობა და მსგავსი გამოცდილება საქართველოს არ აქვს, თუმცა ჩვენ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ ამ სისტემის შექმნაზე.

მეორე – ეს არის აღნიშნული პროცესები უშუალოდ ბიზნესში დაწყება. მოკლედ აგიხსნით რას გულისხმობს ეს პროგრამა: ინოვაციების აგენტები შედიან კონკრეტულ ბიზნესში, სწავლობენ ბიზნესის საჭიროებებს, მათ შორის ტექნოლოგიების მიმართულებით, თუ რა ტექნოლოგიები აქვთ დანერგილი, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვამ გაზარდოს ამ ბიზნესის კონკურენტუნარიანობა, პროდუქტიულობა და ა.შ. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს და ვაკავშირებთ კვლევით ინსტიტუტებთან, რომლებსაც შეუძლიათ მოუგვარონ კონკრეტული პრობლემები.“ – ავთანდილ კასრაძე.

ეს არის ის ორი პროგრამა, რომელსაც მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტო აპირებს განახორციელოს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.

წინა სტატიამსოფლიოში პირველი 5G ქსელი Verizon-მა გაუშვა
შემდეგი სტატია“ჩვენი მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში” – ბახტაძე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი