ამერიკუკლმა ოპერატორმა Verizon-მა მსოფლიოში პირველი 5G ინტერნეტი გახადა ხელმისაწვდომი. ჰიუსტონი, ინდიანაპოლისის, ლოს-ანჯელესის და საკრამენტოს მოსახლეობას 1 ოქტომბრიდან 5G სახლის ინტერნეტით შეუძლიათ სარგებლობა.

Verizon მომხმარებლებს კაბელზე უარის თქმას თავაზობს, რაც უბრალოდ სახლში როუტერის შეცვლას ნიშნავს. ახლა უკვე კაბელის ნაცვლად Wi-Fi როუტერი ინტერნეტს უახლოესი მობილური ანძიდან მიიღებს 300 მეგაბიტიდან 1 გიგაბიტამდე სიჩქარით.

Verizon-ის მე-5 თაობის მობილური ქსელი ბაზირებულია 5G FT სტანდარტზე, რომელიც მათი კომერციული საკუთრებაა და გამოიყენებან მანამ სანამ 3GPP ასოციაცია 5G NR სტანდარტს არ დაამტკიცებს.

რაც მთავარია Verizon გახდა პრიველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც კომერციული 5G ქსელი გაუშვა. შემდეგი სამხრეთ კორეაიქნება სადაც 1 დეკემბერს ერთდროულად სამი ოპერატორი ემზადება პორტატიული 5G მოდემების გაყიდვაში ჩასაშვებად.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here