მომავალი წლის პირველი იანვრიდან ეკონომიკური თანაშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 34 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში კომპანიების და საბანკო ანგარიშების ონლაინ-რეგისტრაციას, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს.

საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის საგადასახადო ტვირთისმაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა. ამ გადასახადის მაჩვენებელი კი OECD-ის წევრ სახელმწიფოებში ბევრად მაღალია. შესაბამისად,საქართველო ხელსაყრელ მდგომარეობაშია. ფინანსთა მინისტრისგანცხადებით, OECD-ის ორგანიზაციაში 35 წევრი ქვეყანაა, თუმცა საქართველო მხოლოდ 34 მათგანთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ელექტრონულირეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურშესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელირეგიონისთვის” – განაცხადა ბახტაძემ. 

პრემიერმა ასევე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსიმასშტაბის ინიციატივას წარუდგენს ბიზნესმენებს. 

წინა სტატიამაკდონალდს საქართველო ინოვაციების დანერგვის კუთხით ერთ-ერთი პირველი გახდა
შემდეგი სტატიაTokyo Game Show 2018-ზე ქართული თამაში SLICE წარდგა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი