მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განცხადა, რომ საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი საწვავია, ამიტომ ელექტრომობილებზე გადართვას, დამატებით მაკროეკონომიკური ეფექტიც ექნება.

„მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე, პრემიერმა ავტოპარკის ელექტრო-მობილებით ჩანაცვლების გეგმა წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ავტოპარკის 90% ელექტრო-მანქანებით უნდა ჩანაცვლდეს.

წინა სტატიაGDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest ბრუნდება
შემდეგი სტატიაიუ-ჯი-თი Check Point-ის ოთხი ვარსკვლავის სტატუსის მქონე პირველი კომპანიაა საქართველოსა და ამიერკავკასიაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი