იუ-ჯი-თი 20 წელზე მეტია, რაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს წარმოადგენს. იგი ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ისე სამთავრობო სტრუქტურებს. მისი კლიენტების სიაში 300-ზე მეტი მოწინავე კომპანიაა, ამასთან, იუ-ჯი-თიმ დაარსებიდან დღემდე მოახერხა გამხდარიყო მსოფლიოს 30-ზე მეტი უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მომწოდებელი.

ახლახან კომპანია იუ-ჯი-თისა და IT უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის Check Point Software Technologies-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა იუ-ჯი-თისთვის ოთხი ვარსკვლავის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდა.

კომპანია Check Point-მა ვარსკვლავების პროგრამა 2015 წლიდან აამოქმედა. მისი მიზანი პარტნიორების დახმარებაა მათი მომსახურების გაუმჯობესებაში, ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისებასა და სანდოობის ზრდაში. შესაბამისად, ვარსკვლავების რაოდენობა კომპანიის კვალიფიკაციაზე პირდაპირ მიუთითებს.

იუ-ჯი-თისთვის ოთხი ვარსკვლავის სტატუსის მინიჭების შესახებ, კომპანიის IT ინფრასტრუქტურისა და IT უსაფრთხოების სისტემების დეპარტამენტის დირექტორს, ზურაბ ჩომახაშვილს გავესაუბრეთ:

-კომპანია Check Point-თან ჩვენი თანამშრომლობის წარმატებას ხაზს უსვამს ბოლო ორი წლის განმავლობაში სპარტნიორო დაჯილდოების ფარგლებში მიღებული მაღალი რანგის სტატუსები, მაგალითად, ზედიზედ ორჯერ წილად გვხვდა ჯილდო „საუკეთესო გაყიდვები ენტერპრაიზში” (Best Sales in Enterprise). იუ-ჯი-თი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც Check Point-ის SandBox-ის სტატუსს სფლობს. SandBox-ი წარმოადგენს თანამედროვე მაღალი დონის საფრთხეების პრევენციის სისტემას. მწარმოებლისგან მაღალი წარმადობის SandBox-ის აპარატურა მივიღეთ და მათ დამკვეთებთან წარსადგენად ვამზადებთ. უკვე წელზე მეტია, რაც Check Point-ის SandBox-ის ღრუბლოვან სერვისსაც წარმატებით ვნერგავთ ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელსაც Check Point-ის აპარატურისთვის მხარდაჭერის გაწევა შეუძლია. ჩვენ, ასევე, მოვიპოვეთ Check Point-ის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სტატუსიც. მნიშვნელოვანია, რომ იუ-ჯი-თიმ საქართველოში ყველაზე დიდი ქსელის უსაფრთხოების სისტემა დანერგა განათლების სამინისტროში. დღეს უკვე მისი ახალი ვერსიის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება ოთხი ვარსკვლავის სტატუსს, მისი მოპოვება ჩვენი კომპანიის IT უსაფრთხოების მიმართულების ბოლო წლების ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ოთხი ვარსკვლავი უმაღლეს სტატუსს ნიშნავს. გზა, რომელსაც კომპანია ამ სტატუსის მიღებამდე გადის, ძალიან დატვირთულია და მოიცავს რთული გამოცდების ჩაბარებას, შესაბამის გაყიდვებს, პროექტების ინტეგრაციას, დამკვეთის კმაყოფილებასა და რეფერენსებს. აღსანიშნავია, რომ იუ-ჯი-თი საქართველოში Check Point-ის პარტნიორ კომპანიებს შორის ერთადერთია, რომელმაც ასეთი მაღალი სტატუსი მიიღო, უფრო მეტიც, დსთ-ის ქვეყნებისა და უკრაინის ჩათვლით პირველია, ვინც ოთხი ვარსკვლავი მოიპოვა. იუ-ჯი-თი ოთხი ვარსკვლავის სტატუსის მქონე ერთადერთი კომპანიაა რეგიონის მასშტაბით. ყოველივე ზემოთ აღნიშნული იუ-ჯი-თის საშუალებას აძლევს შესთავაზოს დამკვეთებს უკეთესი საფასო პოლიტიკა და უმაღლესი ექპერტიზა.და ბოლოს, კომპანია იუ-ჯი-თი ამჟამად საქართველოში Check Point-ის მრავალფუნქციური ლაბორატორიის აწყობით არის დაკავებული. მისი მეშვეობით დამკვეთებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლებათ გაეცნონ მწარმოებლის უახლეს სისტემებსა და გადაწყვეტილებებს.

https://www.facebook.com/UGTnews/

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here