GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest ბრუნდება.

წელს თბილისური დევფესტის მთავარია წარმდგენია Google Developers Group (GDG) Tbilisi, Google და Fintech.ge. დევფესტს მასპინძლობს ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

თუ ხარ დაინტერესებული Google-ის ტექნოლოგიებით, FinTech-ით, პროგრამული გადაწყვეტის შექმნის და კომერციალიზაციის საუკეთესო პრაქტიკებით და გიყვარს ტექნოლოგიების მოყვარული ხალხის გაცნობა, ეს ღინისძიება შენთვისაა.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია 16 ნოემბრის ჩათვლით.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

დევფესტის პროგრამის და სპიკერების შესახებ ინფორმაციას სულ მალე შეიტყობთ აქ.

პრაქტიკულ CodeLab-ებზე გამოცხადდება ცალკე რეგისტრაცია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here