ტექნოპარკში „გლობალური მეწარმეობის“ კვირეული დაიწყო.

ეს არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მოტივაცია–მხარდაჭერა. 

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის ჩართული. საქართველოს შემთხვევაში, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მთავრობისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სამეწარმეო ექსპერტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაპები და ა.შ.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება არის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა.

„განსაკუთრებით, ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული იდეების კომერციალიზება, ჩვენთვის, როგორც საქართველოს მთავრობისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – განაცხადა მან და ასევე, აღნიშნა, რომ ღონისძიება არის შესაძლებლობა, ქართველმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა იდეები გაუზიარონ ერთმანეთს.

საინტერესო იდეების წარმოქმნას კი, კვირეულის ფარგლებში გამართული ჰაკათონები და კრეატონები შეუწყობს ხელს. მინისტრის თქმით, წლევანდელი კვირეულის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენდერულ საკითხებს. აღნიშნულის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობა იგეგმება.

„გლობალური მეწარმეობის კვირეული“ გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here