ჯერ-ჯერობით ბაზარზე წესიერად არც კი გამოსულა სამომხმარებლო 5G მოწყობილობებ და არც სრულფასოვანი ქსელები ამუშავებულა, მაგრამ საუბარი მე-6 თაობაზე უკვე დაიწყო.

ჩინეთში უკვე დაიწყეს 6G ტექნოლოგიების დამუშავება კონცეფციების დოენზე. როგორც ამბობენ 6G ქსელებზე არა მხოლოდ ჩინეთში და ა.შ.შ-ში მუშაობენ არამედ ევროპასა და რუსეთშიც. გადაცემის სავარაუდო მაქსიმალური სიჩქარე 1 ტერაბიტი იწნება წამში, თუმცა ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ნაადრევია საუბარი.

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით კომპერციული გაშვება 2030 წელს არის დაგეგმილი. მიუხედავად ამისა თუ გავითვალისწინებთ ზრდის ტემპებს, რომლითაც დღეს ვითარდება ტექნოლოგიები, შესაძლოა 6G ქსელების გაშვება უფრო ადრეც მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი კომერციული LTE ქსელი 2009 წელს გაეშვა და მისი გამოჩენიდან 9 წელიწადში უკვე მე-5 თაობის ქსელების გაშვება იწყება და თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ 6G ქსელები შესაძლოა 2030 წლამდეც გამოვიდეს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here