კომპანია Fossil-მა განაახლა სმარტ-საათების ხაზი Sport, რომელმაც უახლესი პროცესორი და ახალი ფერები მიიღო.

Fossil Sport-ის მთავარი დეტალი ახალი ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon Wear 3100, რომელიც სექტემბერში წარმოადგინეს. მან უნდა უზრუნველყოს მეტი წარმადობა და გაზარდოს ავტონომიურობა, რადგანაც ჩაშენებული აკუმლატორის მოცულობა 350 მილიამპერია.

Fossil Sport 1.2 დიუმიანი AMOLED ეკრანითაა აღჭურვილი და მას 390×390 გარჩევადობა აქვს. შიდა მეხსიერება 4 გიგაბაიტია. საათს ასევე აქვს გულის ცემის სენსორი, Wi-Fi, Bluetooth 4.2, GPS და NFC. მხარდაჭერილია Google Pay გადახდების სისტემისა და Google Assistant-ის მუშაობა. მოწყობილობა Google Wear OS-ის მართვის ქვეშ მუშაობს და წყალქვეშ 5 ატმოსფერო წნევას უძლებს.

მოწყობილობა ორ ზომაშია ხელმისაწვდომი: 41 და 43 მმ. ასარჩევადაა ექვსი ფერი: ნაცრისფერი, ვარდისფერ, წითელი, ცისფერი, მწვანე და შავი. Fossil Sport-ის ღირებულება 255 დოლარია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here