ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის, ტექნოპარკი პროექტს „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” აგრძელებს.

პროქტზე მეექვსე ნაკადის მიღება უკვე დაიწყო და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე გუნდი, რომელიც ფაბლაბში სხვადასხვა პროდუქტს შექმნის.

მონაწილე გუნდებს, პროდუქტის შექმნისას შეეძლებათ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენება.

დაახლოებით, 2 თვეში ფაბლაბის სპეციალისტების დახმარებით, ვექტორული გრაფიკის და დანადგარების შემსწავლელი ტრენინგებით, მონაწილეები შეძლებენ განავითარონ იდეა სწორი მიმართულებით, უკვე საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით შექმნან პირველი პროდუქცია და დაიწყონ ბიზნესი.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, დატესტონ საკუთარი პროდუქტი ბაზარზე და მიიღონ პირველი შეფასება მომხმარებლისგან.

წინა სტატიაApple-მა ახალი iPad Pro, MacBook Air და განახლებული Mac mini წარმოადგინა
შემდეგი სტატიათბილისში დრონების მწარმოებელი კომპანია – DJI-ს შოურუმი გაიხსნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი