თბილისში დრონების მწარმოებელი კომპანია – DJI-ს შოურუმი გაიხსნა.

ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში – Copter Tech-მა შოურუმი ოფიციალურად, 27 ოქტომბერს გახსნა.

შოურუმში წარმოდგენილია DJI-ს პროდუქცია და საქართველოში DJI-ს ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი.

Copter Tech-ში შესაძლებელია სამომხმარებლო და ინდუსტრიული დრონების, მათი აქსესუარებისა და კინომატოგრაფიისთვის განკუთვნილი სტაბილიზატორების შეძენა.

Copter შემოქმედებითი ფროდაქშენ კომპანიაა, რომელიც უკვე სამი წელია ორიგინალურ კონტენტს ქმნის სახმელეთო და საჰაერო ფოტო-ვიდეო გადაღების მიმართულებით. ამავდროულად, იგი მომხმარებელს DJI-ს ოფიციალურ პროდუქციასაც აწვდის, შვილობილი კომპანია Copter Tech-ის მეშვეობით.

DJI დრონების წარმოების ინდუსტრიაში მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს შანჰაიში და მისი პროდუქცია გამოიყენება როგორც კომერციული, ასევე კერძო მიზნებისათვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here