DJI-მ წარმოადგინა თავისი ყველაზე კომპაქტური დრონი Spark – რომელიც 13 სანტიმეტრის სიგრძისაა და შეუძლია იგივე, რაც უფროს მოდელებს და გარე აკუმლატორისგან microUSB პორტით იმუხტება.

DJI აფართოვებს თავის უპილოტო აპარატების ფლოტს და ყველაზე პატარა კვადროკოპტერის სახელი DJI Mavic Pro-დან DJI Spark-ზე გადადის. პირველი დრონის ზომა დაკეცილ მდგომარეობაში 20 საინტიმეტრია, მიუხედავად იმისა, რომ Spark არ იკეცება მისი ზომა 14 სანტიმეტრზე ნაკლებია და წონაში სულ რაღაც 300 გრამია.

სპორტულ რეჟიმში DJI Spark 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს

იმისათვის, რომ დრონი ზომაში შემცირებულიყო მასში ბევრი რამ გაამარტივეს. კამერას მხოლოდ ზევით და ქვევით მოძრაობა შეუძლია, ამიტომაც კამერის მოსაბრუნებლად თვითონ დრონის მობრუნება მოგიწევთ.

რაც შეეხება კამერას მას 1/2,3 დიუმიანი სენსორი აქვს. ფოტოგრაფიებს ის 12 მეგაპიქსელით იღებს და ვიდეოს Full HD ხარისხით 30 კადრი წამში სიხშირეზე. ასევე შეიძლება ჰორიზონტალური და ვერტიკალური პანორამების გადაღება ერთ ღილაკზე დაჭერით.

სენსორების სიტემა არ მისცემს დრონს საშუალებას ჩამოვარდეს ან დაეჯახოს სხვა ობიექტებს. GPS-ის დახმარებით შესაძლებელია დრონის მხოლოდ რუკის საშუალებით მართვა 30 მეტრის სიზუსტით. სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში კვადროკოპტერი თავისით დაუბრუნდება გაშვების ადგილს.

დრონის მართვა შეიძლება სმარტფონისა და პლანშეტის საშუალებით და ასევე სპეციალური პულტის მეშვეობით, მაგრამ ის საბაზისო კომპლექტში არ შედის. დრონს შეუძლია პილოტსაც აედევნოს და ასევე შეგიძლიათ ხელითაც ანიშნოთ თუ საით უნდა გაფრინდეს. დრონს შეუძლია ხელის გულიდან აფრენაც.

დრონი არც ისე დიდ ხანს დაფრინავს და ერთი მუხტი 16 წუთის განმავლობაში ყოფნის 20 კმ/სთ სიჩქარით ფრენისას

DJI Spark-ის ტექნიკური მონაცემები:

  • ზომა: 143х143х55 მმ.
  • აფრენის მაქსიმალური სიჩქარე: 3 მ/წმ.
  • დაშვების მაქსიმალური სიჩქარე: 3 მ/წმ.
  • ფრენის მაქსიმალური სიმაღლე : 4 კმ.
  • Wi-Fi-ზე HD ვიდეოს გადაცემა : 2 კმ.

საბაზისო კომპლექტის ღირებულება 500 დოლარია და ამ ფასად თქვენ მიიღებთ: დრონს, ბატარეას, USB-კაბელს და სამ სათადარიგო ფირფიტას. გაფართოებული კომპლექტი შეიცავს დამატებით აკუმლატორს, ჩანთას, დასამუხტ სადგურს და მართვის პულტს და ეს სიამოვნება თქვენ 700 დოლარი დაგიჯდებათ. დრონი ხელმისაწვდომია თეთრ, წითე, ყვითელ და ცისფერ კორპუსში.

წინა სტატიაSony აპირებს PlayStation VR-ს ფასი დააკლოს
შემდეგი სტატიაGoogle ომს უცხადებს უხარისხო და ცუდად ოპტიმიზირებულ აპლიკაციებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი