კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ბატარეა ZMI PowerPack 10K-PD USB-C. მოწყობილობა გამოირჩევა განსაკუთრებული შესაძლებლობებით – დიდი ტევადობა, USB Power Delivery ტექნოლოგიის მხარდაჭერა და პორტატული დამტენის USB-ჰაბის დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.
მოწყობილობა 10 000 მა/სთ ტევადობისაა და აქვს სამი პორტი – სამივე პორტი განსახვავებულია. აქვს micro-USB პორტი, USB Type-A პორტი და USB-C პორტი, რომელიც ყველა ფუნქციას ითავსებს.

უნივერსალური პორრტიდან ლეპროპზე მიერთების შემდეგ პორტატული დამტენი USB ჰაბად გადაიქცევა, რომელზეც შეგვიძლია მივაერთოთ მაუსი, კლავიატურა ან მეხსიერების ბარათი.

მოწყობილობის ზომებია 140,6 x 72 x 15,9 მმ, წონა 205 გრამს შეადგენს. დივაისი ჩინეთში უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი $22-ია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here