ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სტარტაპერებისთვის მასტერკლასები დაიწყო.

Timeout for Startup პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე დაესწრო და დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები, აქვთ სურვილი მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გახდნენ წარმატებული ანტრეპრენერები, ჩაუტარდებათ ექვსი მასტერკლასი საქართველოში ცნობილი სტარტაპერებისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კოორდინატორებისგან და სხვა ქოუჩ ლიდერებისგან.

მასტერკლასების სერიის დასრულების შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება დემო დღე, სადაც სტუდენტები საკუთარი პროექტების პრეზენტაციით წარსდგებიან.

წინა სტატიასაქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის კიდევ ერთხელ დასახელდა
შემდეგი სტატიაWeb summit 2018-ზე 12 ქართული კომპანია წარსდგება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი