Moto Watch 100 ჭკვიანი საათის გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ინტერნეტ სივრცეში შემდეგი მოდელის – Moto Watch 200-ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაცია მომავალი მოწყობილობის შესახებ აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) მონაცემთა ბაზაში მოიძებნა. ამასთანავე, ახალი მოდელის სურათები უკვე ხელმისაწვდომია. მათი მიხედვით, ახალ ჭკვიან საათს მართკუთხა ეკრანი ექნება, მისი წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელსაც მრგვალი ციფერბლატი აქვს. თუმცა ცნობილმა ინსაიდერმა SnoopyTech-მა საკუთარ Twitter-ის გვერდზე Moto Watch 200-ის ოფიციალური სურათი გამოაქვეყნა. მის მიხედვით კი, ახალი მოწყობილობის ეკრანი მრგვალია.
არ არის გამორიცხული, Moto Watch 200-ის ორი მოდელი გამოუშვან – როგორც მრგვალი, ასევე მართკუთხა დისპლეით.

SnoopyTech-ის თანახმად, გულისცემის სენსორისა და ურთიერთშემცვლელი თასმების გარდა, მრგვალი მოდელი მომხმარებელს უსადენო დატენვასაც სთავაზობს. FCC-ის მონაცემებით, Moto Watch 200-ს აქვს ალუმინის კორპუსი, Bluetooth LE და GPS მხარდაჭერა. ასევე, მოწყობილობას ექნება ტენიანობის დაცვა 5 ATM-მდე (მისი გამოყენება წყალშიც შესაძლებელი იქნება).
როდის გამოვა ახალი ჭკვიანი საათი, ჯერ ზუსტი თარიღი არ გამოცხადებულა. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მალე მოხდება. FCC-ს სერთიფიკატი მიუთითებს, რომ Moto Watch 200 ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გავა.

წინა სტატიალისაბონში მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ვებ-სამიტი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამსოფლიო ჩემპიონატის წინ Visa და CryptoCom ფეხბურთის მოყვარულებისთვის NFT-ების ახალ კოლექციას გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი