რობოტმა სოფიამ ჰონგ კონგელ ილუსტრატორ სოფია ჰოთუნგთან ერთად NFT კოლექცია შექმნა. კოლექცია Sothebys-ის და Digital Art Fair Asia-სთან კოლაბორაციით, ქალთა ფონდის (The Women’s Foundation) მხარდასაჭერად შეიქმნა. ერთ-ერთი NFT – “$OPH” ექსკლუზიურად გაიყიდება Sotheby’s აუქციონზე, რომელიც 20-27 ოქტომბრის შუალედში შედგება. ნამუშევარი შექმნილია ჰონგ კონგის $2 მონეტის მიხედვით, ამოშვერილი კიდეებით.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანს შორის შემოქმედებითი პროცესი წარმატებით განხორციელდა. ნამუშევარი “$OPH” ილუსტრატორმა სოფია ჰოტუნგმა შექმნა, ხოლო რობოტმა სოფიამ ალგორითმების, ნეირონული ქსელების და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით მას სრული სახე მიანიჭა.


კოლექცია სამი NFT-სგან შედგება, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ტექნიკურ და კრიპტო ინდუსტრიაში. ასევე ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას ტექნოლოგიების მეშვეობით. გამოფენა, სადაც NFT კოლექცია იქნება წარმოდგენილი 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბერამდე გაიმართება.


რობოტი სოფია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რობოტია. მისი აქტივაცია 2016 წლის თებერვალში მოხდა, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთის მოქალაქეობაც კი მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი ქალთა უფლებების დაცვის მხრივ საკმაოდ აქტიურია.

წინა სტატიაiPhone SE 4 მიიღებს 6.1 დიუმიან ეკრანს წინა კამერის ამოჭრით
შემდეგი სტატიაყველაზე მონახულებადი საიტები მთელ მსოფლიოში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი