ფორკების ტალღა, რომელმაც Bitcon-ის სამყარო გასულ წელს წალეკა ახლა უკვე Ethereum-საც შეეხო. ანონიმური დეველოპერების და შემქმნელების გუნდის განცხადებით 19 იანვარს ბლოკზე 4936270 შედგა EtherZero-ს ჰარდფორკი, თუმცა ამ პროექტის შესახებ დღემდე არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი.

პრიველად EtherZero პროექტის შესახებ დეკემბრის ბოლოში გახდა ცნობილი და უკვე მაშინ გაირკვა, რომ საუბარია სმარტ კონტრაქტების ახალი თაობის პლატფორმაზე, რომელზეც დეცენტრალიზებული ავტონომიური აპლიკაციების შემქმნელი პროფესიონალების ჯგუფი მუშაობს. EtherZero-ს უმთავრესი თავისებურება ორ დონიანი ქსელური სისტემა, ნულოვანი კომისიები, მყესეული გადარიცხვები და მაღალი მასშტაბირებადობაა.

ამავდროულად ethereum.org-ზე ჰარდფორკის შესახებ არაფერია ნათქვამი და ქსელის შემქმნელებიც არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ Ethereum-ის მომხამრებლები დაახლოებით 116 მილიონ ტოკენს მიიღებენ, სადაც ერთეულის ფასი ზუსტად ერთი ETH იქნება. ასევე მათ აქვთ ამბიცია, რომ Ethereum-ს კაპიტალიზაციის 10% წაართვან.

ასევე პროექტის საიტზე განთავსებულია სხვა და სხვა ბირჟებისა და საფულეების ლოგოტიპები, რომლებსაც ახალი ვალუტის მხარდაჭერა ექნებათ. ფაქტობრივად არც ერთმა მსხვილმა პლატფორმამ ამის შესახება ინფორმაცია არ გაავრცელა. ETZ-ით ვაჭრობა უკვე დაიწყო Yobit-ზე, თუმცა ტოკენების რელიზი 22 იანვარს შედგა.

წინა სტატიაXiaomi-მ გამოუშვა 4K ტელევიზორი 370 დოლარად
შემდეგი სტატიაTelegram-ის ახალი ვერსია აღარ არის iOS-ექსკლუზივი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი