გასული წლის ნოემბერში ციცქნა სმარტფონი Plam Phone გამოვიდა, რომელიც თქვენი სმარტფონის კომპანიონის მოვალეობას ასრულებდა. თუმცა ახალი მოდელი უკვე ავტონომიურად შეძლებს მუშაობას.

განახლებული მოდელის შეძენა უკვე შეუძლიათ Verizon-ის მომხარებლებს. 1 მაისამდე სიახლის ფასი 199 $ იქნება ხოლო მას შემდეგ ის 350$ ეღირება. მიმდინარე მომენტისთვის 3,3 დიუმიანი Palm Phone მსოფლიოში ყველაზე კომპაქტური სმარტფონია.

ახალ მოდელში გაუმჯობესებულია კამერის მოდული, გამოჩნდა HDR-ის მხარდაჭერა, ხოლოდ ავტონომიური მუშაობის დრო 7.5 საათამდე გაიზარდა. სმარტფონის დანარჩენი მონაცემები წინა მოდელის ოდენტურია. აღსანიშნავია, რომ წინა მოდელი არ მიიღებს განახლებას, რომელიც მას ავტონომიურობას შესძენს.



პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here