“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის 36% ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან, კვლევის ავტორების თქმით, სავარაუდოდ ხელისუფლება და ოპოზიცია დგას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მომზადებული ამავე კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობის 59% ამ გვერდების შესახებ არ არის ინფორმირებული.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here