კომპანია Vivo გეგმავს, რომ გამოუშვას სულ მცირე სამი სმარტფონი ჩარჩოს გარეშე. ეს სმარტფონები იქნება: V9, X21 და Y85-ის მოდიფიცირებული ვერსია. პირველი სმარტფონის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილია. უკვე Vivo X21-ის რენდერებიც გავრცელდა. გავცელებული ინფორმაციით სმარტფონი ასე გამოიყურებოდეს იქნება:

ეკრანში ჩაჭრა Vivo X21-ს ნაკლებად შესამჩნევი ექნება, ვიდრე ამ ტიპის სხვა აპარატებს. სმარტფონი აღჭურვილია ორმაგი კამერითა და თითის ანაბეჭდის სკანერით. 

Vivo Y85-ის შესახებ ამ მომენტამდე არაფერი იყო ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სმარტფონს ექნება 6,26 დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 19:9-ზე. პროცესორი Snapdragon 450, 4გბ ოპერატიული მეხსიერება, SIM-ბარათის ორი სლოტი, 4G LTE მხარდაჭერა, ორმაგი მთავარი კამერა სენსორებით 13 და 12 მპ, წინა კამერა – 16მპ.

Vivo Y85-ის ფასი $284 იქნება. გამოსვლის თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი.

წინა სტატიაGrayKey – საიდუმლო გაჯეტი ნებისმიერ iPhone-ს ტეხავს
შემდეგი სტატიაროგორი იქნება iPhone SE 2-ის კორპუსი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი