MalwareBytes-მა საიდუმლო გაჯეტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ iPhone-ის გასატეხად. მოწყობილობას GrayKey ქვია და ნაკლებად ცნობილი კომპანიის Grayshift-ის მიერ არის შექმნილი. მისი დახმარებით შესაძლებელია დაცული სმარტფონის მცირე დროში განბლოკვა.
ნაცრისფერი მოწყობილობა არც ისე დიდია და ორი Lightning კაბელი აქვს. iPone-ის შეერთების შემდეგ მას 2 წუთამდე ჭირდება, რომ ჩატვირთოს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გასაღებს გამოითვლის. მცირე 4-ნიშნა კოდის შემთხვევაში პაროლის გამოთვლას რამდენიმე საათი დაჭირდება, ხოლო 6-ნიშნაზე რამდენიმე დღე. წარმატების შემთხვევაში კოდი ეკრანზე გამოისახება.
მას შემდეგ რაც კომბინაცია გამოითვლება, iPhone-ს ისევ უერთებენ GrayKey-ს, რომ ჩამოტვირთონ სრული ინფორმაცია სმარტფონიდან. არსებული ინფორმაციით მოწყობილობა საშუალებას იძლევა გაიხსნას აქტუალური iOS გაჯეტები უახლესი პროგრამული კოდით. მათ შორისაა iPhone X – iOS 11.2.5

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here