Nubia Z18 Mini-ს დააანონსებიდან ერთი კვირის შემდეგ ტელეკომუნიკაციების სააგენტო TENAA-ს მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა დაუანონსებელი სმარტფონი Nubia მოდელური ნომრით NX606J. ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ჩვენ წინაშეა ფლაგმანი Nubia X18, რომელიც ძალიან მალე გამოვა ბაზარზე.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, რთული სათქმელია როგორი ვიზუალური მახასიათებლები ექნება ფლაგმანს. ამიტომ არ შეგვიძლია ვთქვათ, ექნება თუ არა მოწყობილობას ჩაჭრილი ეკრანი ან ძალიან თხელი ჩარჩოები. თუმცა ვხედავთ, რომ უკანა პანელზე კუტხეში აქვს ორმაგი კამერა და ცენტრში მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.

TENAA-ს მონაცემების მიხედვით Nubia Z18-ს ექნება 6-დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2160×1080 პიქსელი (18:9), პროცესორი Snapdragon 845, 6 ან 8გბ ოპერატიული მეხსიერება, 24 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა.

სმარტფონის პრეზენტაციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა სტატიაXiaomi-მ წყარო კოდის გამოქვეყნების პოლიტიკა გააუმჯობესა
შემდეგი სტატიადაუანონსებელი ინფორმაცია Xiaomi Mi6X-ის შესახებ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი