კომპანია Google-მა ოფიციალურად წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Pixel 5, ასევე Pixel 4a-ს 5G ვერსია. მეხუთე პიქსელმა საშუალო ბიუჯეტური პლატფორმა Qualcomm Snapdragon 765G მიიღო.

წელს Google-მა გადაწყვიტა არ გამოეყენებინა ფლაგმანური პროცესორი Pixel-ის ახალ თაობაში და შეარჩია უფრო ხელმისაწვდომი Snapdrageon 765G, რომლითაც აღჭურვილია საშუალო ბიუჯეტური სმარტფონების უმრავლესობა. გაჯეტს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება. სიახლეს აქვს 6 დიუმიანი OLED ეკრანი, FullHD+ გარჩევადობით და 90 ჰერცი სიხშირით. 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერით და დარტყმაგამძლე Gorolla Glass 6 შუშის ზედაპირით.

სმარტფონს უკან საკმაოდ დიდი მართკუთხა მთავარი კამერი მოდული აქვს, რომელშიც მოთვსებულია 12.2 მეგაპიქელიანი (f/1.7) სენსორი და 16 მეგაპიქსელიანი (f/2.2, 107°) სენსორი ფართოკუთხოვანი ლინზით.

უკანა პანელის ცენტრში თითის ანაბეჭდების სკანერია მოთავსებული, რომლის საიმედოობაც სპეციალური Titan M-ჩიპითაა გაძლიერებული.

Google Pixel 5-მა მიიღო IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა, რის გამოც მას არ აქვს ანალოგური 3,5 მმ. აუდიო პორტი. აღსანიშანვია, რომ აკუმლატორის მოცულობა 400 მა/სთ შეადგენს. არის სწრაფი და უმავთულო Qi სტანდარტით დამუხტვის შესაძლებლობა.

Google-მა ხაზი გაუსვა იმას რომ, სმარტფონი გამოდის უახლესი Android 11 საოპერაციო სისტემით. მწარმოებელი გარანტიას გვაძლევს, რომ განახლებებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოუშვებს.

Pixel 4a 5G უფრო ხელმისაწვდომი სმარტფონების კატეგორიაში გადის, თუმცა ფლაგმანისგან ის არც ისე დიდად განსხვავდება, რადგანაც ისიც იგივე Snapdragon 765G ჩიპსეტზეა, თუმცა 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს. განსხვავება არის ეკრანის ზომაში, რომელიც უფრო დიდია 6,2 დიუმი, მაგრამ 60 ჰერცი სიხშირით, ასევე არის 3,5 მმ. აუდიო პორტი და არ არის უკაბელო დამუხტვის მხარდაჭერა.

Pixel 4A 5G-ში არის უფრო კომპაქტური 3800 მა/სთ აკუმლატორი 18 ვატიანი სწრაფი დამუხტვით. კომპანიამ აღნიშნა, რომ Pixel 4a 5G-ს აქვს იდენტური წინა და მთავარი კამერა, რომელიც Pixel 5-ში არის გამოყენებული.

წინა სტატიაNASA და SpaceX Crew Drgagon-ის პირველ საოპერაციო ფრენას განახორციელებენ
შემდეგი სტატიაგანახლებული Google Chromecast და Nest Audio

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი