კომპანია Sony-მ ოფიციალურად წარმოადგინა შემდეგი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStition 4. მოდელი PlayStation 4 Pro შეძლებს თამაშების 4K გარჩევადობით გაშვებას და UHD ტელევიზორებთან და ვირტუალური რეალობის ჩაფხუტთან PlayStation VR-თან იქნება თავსებადი.

Playstation 4 Pro-მ მიიღო განახლებული პროცესორი უფრო მეტი ტაქტური სიხშირით, გრაფიკული პროცესორი გაორმაგებული წარმადობით და 1 ტერაბაიტი მოცულობის მყარი დისკი. მას შეუძლია High Dynamic Range (HDR) ვიდეოს გაშვება და უფრო მეტ კადრს დაარენდერებს წამში ვიდრე წინამორბედი. PlayStation 4 Pro-ს ზომებია 295 x 327 x 55 – მმ, ხოლო წონა 3.3 კილოგრამია.

გაყიდვაში სიახლე 10 ნოემბრიდან გამოვა და მისი ფასი 399.99 ევრო ან დოლარი იქნება გავრცელების რეგიონის შესაბამისად. ძალიან ბევრი დეველოპერი აპირებს თამაშების განახლებას, რომელიც PS4 Pro-ს მონაცემებს შეესაბამება და ეს პროცესი კონსოლის გამოსვლისთანავე დაიწყება.

3 კომენტარი

  1. დავით, მომწონს შენი სტატიები.
    კონსოლების თემას თუ განავრცობ სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება.
    არა მხოლოდ ახალ გამოსულ კონსოლებზე, არამედ ზოგადად.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here