ლინუს ტორვალდსმა ფორუმზე Real World Technologies განაცხადა, რომ ისურვებდა ახალი Mac-ის შეძენას Apple Silicon M1-ჩიპტით, მაგრამ მასზე Linux არ იმუშავებს. მან ახსნა, რომ “Apple უპრობლემოდ იყენებს Linux-ს თავის ღრუბლოვან სერვერებზე, ხოლო მის ნოუთბუქებზე Linux-ის მხარდაჭერა არ აინტერესებს”.

ტორვალდსმა გაიხსენა, რომ მას ძალიან მოსწონდა 11-დიუმიანი Macbook Air, რომელიც მას ათი წლის წინ ქონდა, მაგრამ Apple-ს დიდი ხანი დასჭირდა მისი ეკრანის შეკეთებისთვის და ლინუსმა უკვე ახალ ნოუთბუქზე გადასვლა მოასწრო.

ტორვალდსმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ლინუქსის მხარდაჭერა ახალი თაობის მაკზე და დიდი ხანია ელოდება ARM ნოუთბუქს, რომელზეც Linux-ის გაშვება იქნება შესაძლებელი.

მან დეტალურად ახსნა თუ რატომ იქნება პრობლემური Linux-ის გადატანა M1 პროცესორზე: “მთავარი პრობლემა ჩემთვის გრაფიკული პროცესორი იქნება და სხვა მოწყობილობები, რომლებსაც არ ექნებათ Linux-ის მხარდაჭერა, თუ Apple არ გადადგამს ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს.

“ახალი Air თითქმის იდეალური იქნება გარდა საოპერაციო სისტემისა და მე არ მაქვს დრო მისი გამოსწორებისთვის, ასევე არ მაქვს მიდრეკილება ვებრძოლო კომპანიებს, რომლებსაც ამაში ჩემი დახმარება არ უნდათ” – ამბობს ტორვალდსი.

წინა სტატიაინჟინერმა ახალი ტიპის, უფრო ეფექტური ველო-ბორბალი გამოიგონა
შემდეგი სტატიაRedmi-ს პირველი ჭკვიანი საათები ძალიან იაფი ღირს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი