Apple-მა AirPods Pro წარმოადგინა, რომელსაც აქტიური ხმაურის დახშობა შეუძლია. გაყიდვაში სიახლე 2019 წლის ნოემბრიდან შემოვა და მისი ოფიციალური ფასია 250$. რამდენად ძვირი იქნება ის საქართველოში ჯერ-ჯერობით უცნობია.

ხმაურის ჩახშობის რეჟიმსა და “გამჭვირვალე რეჟიმს” შორის გადართვა ყურსასმენის სენსორზე შეხებით არის შესაძლებელი. “გამჭვირვალე რეჟიმში” მომხმარებელს შეუძლია გარემოს ხმაურში მნიშვნელოვანი ხმების გარჩევა.

კომპლექტაციაში შედის სამი წყვილი სილიკონის ყურსაცვამი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის კომფორტული ზომა შეარჩიოს.

ყოურსასმენები IPX4 სტანდარტს შეესაბამება და დაცულია სითხისა და მტვრისგან, თუმცა მათი გამოყენება ცურვისას არ შეიძლება და მხოლოდ წვიმასა და ოფლს გაუძლებენ.

AirPods Pro-ს ავტონომიურობა 4,5 საათია, ხოლო დამტენ ქეისთან ერთად მას 24 საათი შეუძლია მუშაობა. 5 წუთიანი დამუხტვა 1 საათი მოსმენის საშუალებას მოგცემთ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here