კომპანია OnePlus დიდხანს ამაყობდა, რომ საკუთარ მოწყობილობებში ჯერ კიდევ იყენებს 3,5მმ-იან აუდიო ჯეკს. თუმცა ყველაფრის დასასრული დგება. OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა, კარლ პეიმ, ოფიციალურად განაცხადა, რომ მწარმოებლის შემდეგი მოდელები აღარ იქნება იგივე ზომის აუდიო ჯეკისთვის მორგებული. გარდა ამ ინფორმაციისა, OnePlus-მა ახალი ყურსასმენები გამოუშვა.

OnePlus-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, 3,5მმ-იან ჯეკზე უარის თქმა მიმართულია მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციისაკენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სმარტფონი 6T იქნება მინიჯეკის გარეშე, კომპანია წინასწარ მოემზადა და გამოუშვა ახალი ყურსასმენები Type-C Bullets. როგორც სახელწოდებიდან ვიგებთ, აქსესუარი ტელეფონს უკავშირდება USB Type-C პორტის საშუალებით. სხვა მონაცემებით ყურსასმენი იდენტური ასლია Bullets V2 მოდელის. აღნიშნული ა1ქსესუარი გაყიდვაში გავა OnePlus 6T-სთან ერთად, 2018 წლის მეოთხე კვარტალში და მისი ფასი იქნება 19,95 დოლარი.

წინა სტატიაInbox – 2019 წლის მარტში დაიხურება
შემდეგი სტატიაახალი iPhone წარმადობით ვერ დაიკვეხნის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი