ერთი დღეც არ გასულა რაც ახალი iPhone-ის პრეზენტაცია შედგა, თუმცა ბენჩმარკ Geekbench-ზე უკვე დაფიქსირდა სმარტფონის ტესტირების შედეგები. შედახსენებთ რომ სამივე ახალ მოდელს (iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR) აქვს ახალი პროცესორი A12 Bionic. ბენჩმარკის რეზულატეტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი მოწყობილობებს წარმადობა არც ისეთი მაღალია, როგორც მოსალოდნელი იყო.

A12 Bionic-ში გამოიყენება ექვსბირთვიანი ცენტრალური პროცესორი, ოთხბირთვიანი გრაფიკული დამაჩქარებელი და რვაბირთვიანი ბლოკი ნეირონული გათვლებისათვის. Apple-ის სიტყვებით, CPU_ს წარმადობა 15%-ით გაიზარდა, GPU კი 50%-ით უფრო სწრაფი გახდა.

iPhone XS Max, რომელიც მახასიათებლებით iPhone XS-ის იდენტურია ერთბირთვიან ტესტში 4813 ქულა აიღო, ხოლო მრავალბირთვიანში – 10266 ქულა. უფრო ხელმისაწვდომმა მოწყობილობამ iPhone XR-მა აიღო 4754 და 9367 ქულები. შედარებისათვის, გასული წლის მოდელმა iPhone X-მა პროცესორით A11 Bionic ბენჩმარკზე წარმოადგინა ქულები: 4300 და 10500. ამგვარად, მოწყობილობების წარმადობა ფაქტიურად უცვლელი დარჩა.

ასევე, ცნობილი გახდა რომ iPhone XR-ს აქვს 3გბ ოპერატიული მეხსიერება, iPhone XS და iPhone XS Max-ს კი – 4გბ. შეგახსენებთ, რომ iPhone X-ს ჰქონდა 3გბ ოპერატიული მეხსიერება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here