Oneplus Nord N10 5G

სიახლეს 6,49 დიუმიანი ეკრანითაა და 90 ჰერცი განახლების სიხშირე აქვს, აპრატული პლატფორმა აქ Qualcomm Snapdragon 690-ია 5G მოდემით. მას 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება აქვს, რომლის გაფართოებაც შესაძლებელია microSD ბარათებით.

მოწყობილობას 4 კამერა აქვს, რომელთა შორის მთავარს 64 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს და ზეფართო კამერა 8 მეგაპიქსელი გარჩევადობით. ასევე აღსანიშნავია 2 დამხმარებ 2 მეგაპიქსელიანი კამერა მაკრო და მონოქრომული სენსორებით სცენის სიღრმის ანალიზისთვის. ფრონტალური კამერა ეკრანშია ამოჭრილი და 16 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს.

სმარტფონს აქვს უკან მოთავსებული თითის ანაბეჭდების სკანერი და 3.5 მმ. აუდიო პორტი. მოწყობილობას 4300 მა/სთ აკუმლატორი და ქვს და იმუხტება სწრაფი Warp Charge 30-ით.

OnePlus Nord N100

კიდევ ერთი სმარტფონი უფრო ხელმისაწვდომია და უფრო მარტივი ტექნიკური მახასიათებლები აქვს. მას 6,52 დიუმიანი ეკრანი და Qualcomm Snapdragon 640 პროცესორი აქვს. 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსირება. სმარტფონს აქვს სამმაგი კამერა 13 მეგაპიქსელიანი მათავარი და ორი დამხმარე კამერით (ბოკე და მაკრო) გარჩევადობით 2 მეგაპიქსელი. წინა კამერის გარჩევადობა 8 მეგაპიქსელია.

სმარტფონში არის თითის ანაბეჭდების სკანერი უკან და 3.5 მმ. აუდიო პორტი.

მოწყობილობა გამოირჩევა აკუმლატორის მოცულობით 5000 მა/სთ. სწრაფი დამუხტვის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.

უმთავრესი ამ ორ სმარტფონში მათი ფასებია: ევროპაში მოწყობილობები 329 და 179 ფუნტი ეღირება.

წინა სტატიავენერაზე სიცოცხლის არსებობის მეორე ნიშანი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაXiaomi Paipai Wireless Screen Projector

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი