მეცნიერებმა ვენერაზე უმრტივესი ამინომჟავა გლიცინი აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. ამის შესახებ arXiv-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში არიჯ მანა საუბრობს, რომელიც დასავლეთ ბენგალიში მიდნაპურის კოლეჯში მოღვაწეობს.

“ასტოფიზიკაში, ქიმიურ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში უმარტივესი ამინომჟავების სინთეზის მეთოდებში გლიცინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის წარმოშობასა და ევოლუციისათვის” – ამბობს კვლევის ავტორი. ელემენტის პოვნა შესაძლებელი გახდა ატაკამის დიდი ანტენების ბადის საშალებით. რადიოტელესკოპის წყალობით სპეციალისტებმა შეამჩნიეს გლიცინის შესაბამისი სიხშირე 26,84 გჰც. პლანეტის საშუალო განედებზე. ყველაზე მეტად ეს სიგნალი ეკვატორთან დაფიქსირდა.

მეცნიერები თვლიან, რომ გლიცინის აღმოჩენა მეტყველებს იმაზე, რომ ვენერას ატმოსფეროში შესაძლოა სიცოცხლის ადრეული ფორმები არსებობდენ. ეს უვკე სიცოცხლის მეორე ნიშანია პლანეტაზე, რომელიც ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს.

წინა სტატიაApple iPhone 12 – iPhone 12 Mini
შემდეგი სტატიაOnePlus-მა ორი ბიუჯეტური სმარტფონი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი