კომპანია OnePlus-მა ნიუ-იორკში ოფიციალურ პრეზენტაციაზე ახალი ფლაგმანი 5T წარმოადგინა. გასული წლის მსგავსად მათ არსებული მოდელის გაუმჯობესებული ვერსია წარმოადგინეს. თანამედროვე ტრენდების მიხედვით 5T-ში ე. წ. უჩარჩოო დიზაინია გამოყენებული. განახლებული გარეგნობა არ არის ერთადერთი რითაც სიახლე ჩვეულებრივი OnePlus 5-ისგან განსხვავდება.

დავიწყოთ ეკრანით, რომელიც 6 დიუმიანი AMOLED პანელია 2160×1080 გარჩევადობისაა და 18:9-ზე შეფარდება აქვს. თხელი ჩარჩოების წყალობით ფაქტიურად ძველი მოდელის გაბარიტები შენარჩუნდა, რომელსაც 5,5 დიუმიანი ეკრანი აქვს. ახალ დიზაინს შეეწირა Home ღილაკი, ხოლო თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზე გადავიდა.

მეორე ცვლილება ორიგინალისგან მთვარ კამერაშია, რომელიც ძველებულად ორმაგია და 16-20 მეგაპიქსელიანი სენსორებისგან შედგება. 5T-ში 20 მეგაპიქსელიან კამერას f/1,7 დიაფრაგმა აქვს და დაბალი განათების პირობებში იღებს.

რა თქმა უნდა არის სახით განბლოკვის ფუნქციაც, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია.

ამით OnePlus 5T-ის განმასხვავებელი თავისებურებები სრულდება და დანარჩენი მონაცემებით ის წინამორბედის იდენტურია.

სპეციფიკაციები:

  • ეკრანი: 6″, AMOLED, 2160х1080 (18:9), Gorilla Glass 5;
  • პროცესორი: Snapdragon 835;
  • ოპერატიული: 6 ან 8 გბ LPDDR4X;
  • ჩაშენებული მეხსიერება: 64 ან 128 გბ UFS 2.1;
  • მთავარი კამერა: ორმაგი, Sony IMX376K – 16 მპ. (f/1,7) + Sony IMX398 -20 მპ (f/1,7);
  • წინა კამერა: 16 მპ;
  • აკუმლატორი: 3 300 მა/სთ, სწრაფი დამუხტვით;
  • პორტები: USB Type-C, 3,5-აუდიო;
  • უსაფრთხოება: სახით განბლოკვა, ანაბეჭდების კანერი;
  • სისტემა: OxygenOS – Android 7.1.1 Nougat;
  • ზომები: 156,1 х 75 х 7,3 მმ;
  • წონა: 162 გ.
წინა სტატია10 წლის ბავშვმა მშობლების iPhone X უპრობლემოდ განბლოკა
შემდეგი სტატიაiPhone X-ს საღებავი ძვრება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი