სმარტფონების ბაზარზე დღეისათვის ორი საოპერაციო სისტემაა დამკვიდრებული – iOS და Android. iOS-ზე სრული მონოპოლია Apple-ს ეკუთვნის, ხოლოდ Android-ის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მეტადაა საინტერესო. საოპერაციო სისტემის განვითარებაზე უმთავრესად Google ზრუნავს და სხვა დანარჩენებს უფლებას აძლევს საოპერაციო სისტემის საბაზისო ფუნქციონალი სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენოს. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Microsoft-მა გადაწყვიტა შეემატოს Android ბანაკს და სმარტფონების მთელი სერია გამოუშვას.

ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის ქვეშ გამოუშვას Android სმარტფონები. საუბარია მოწყობილობების სერიაზე, რომელიც საძიებო გიგანტის მიერ შექმნილი საოპრაციო სისტემის მართქვის ქვეშ იმუშავებს, რაც წლების განმავლობაში მხოლოდ ფანტასტიკის სფეროდან იყო.

ცხადია, რომ Microsoft-მა გადაწყვიტა Android-ზე გადასვლა იმიტომ, რომ უკვე აქვს ყველა საჭირო კომპონეტი და სერვისი მობილური მოწყობილობებისთვის რაზეც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა. როგორც მოსალოდნელია კომპანია ძიერულად შეცვლის Android-ის ვიზუალურ მხარეს, რითაც Windows 10-ის დიზაინს დაამსგავსებს და Play Store-ში განთავსებული თავისი აპლიკაციებით დატვირთავს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here