კომპანია Google ახალ საოპერაციო სისტემაზე MicroDroid-ზე მუშაობს. ეს იქნება Linux-ზე დაფუძნებული Android-ის ვერსია ფუნქციონალის მინიმალური ნაკრებით. MicroDroid – ეს კიდევ უფრო შეზღუდული პლატფორმა იქნება ვიდრე Android GSI (Generic System Image). MicroDroid ვირტუალური მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი, როგორც აღწერაშია ნათქვამი. ვარაუდობენ, რომ MicroDroid საშუალებას მისცემს მომხმარებლეს Android-ის მინიმალური ვერსია გაუშვას აპლიკაციების ვირტუალიზაციისათვის.

გარდა ამისა სისტემა შეძლებს იზოლირებული გარემო შექმნას სხვა და სხვა საოპერაციო სისტემებისთვის ერთ მოწყობილობაზე, მათ შორის სწრაფი გადართვის შესაძლებლობით და წარმადობის შენარჩუნებით, როცა უსაფრთხოების მაღალი დონე იქნება შენარჩუნებული. ექსპერტები თვლიან, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება პირველი ნაბიჯია, რითაც კომპანია ვირტუალიზაციას დანერგავს Android პლატფორმაზე უსაფრთხოების ამაღების მიზნით.

წინა სტატიაSpaceX Starlink-მა ბრიტანეთში ოპერირების ლიცენზია მიიღო
შემდეგი სტატიაXiaomi Mi 11 Global

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი