Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი კომპანია Kitty Hawk-ის სპონსორია, რომელმაც თავისი ახალი საფრენი მოწყობილობის პირველი ვიდეო გამოაქვეყნა. “Flyer” სრულიად ელექტრო თვითმფრინავია, რომელიც ჯერ-ჯერობით წყლის ზევით საფრენად გამოდგება და პილოტის ლიცენზიას არ საჭიროებს. Kitty Hawk გვპირდება, რომ ხალხი შეძლებს მისი ტარების შესწავლას რამოდენიმე წამში. აპარატის სამოხამარებლო ვერსია წლის ბოლოსკენ იქნება ხელმისაწვდომი.

“ჩვენ ვოცნებობდით იმაზე, რომ გვესწავლა ფრენა. მე ძალიან მიხარია, რომ ერთ დღეს ჩემი “ფლაერით” ვიფრენ და დავტკბები სწრაფი და მსუბუქი თავისუფალი ფრენით” – ამბობს ლარი პეიჯი.

“მფრინავი ავტომობილის” ანონსის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ იქნებოდა ავტომობილი. ანუ მოწყობილობას, რომელსაც ტექნიკურად ჰოვერბაიკი ქვია არ აქვს კაბინა და მისი მართვა ჯოისტიკის მსგავსი ღილაკებიანი შტურვალით ხორციელდება. “ფლაერის” აფრენა და დაშვება ვერტიკალურია, მაგრამ ვერტმფრენისგან განსხვავებით ის მთლიანად ელექტრონულია. აპარატის პირველი ვერსია წყლის ზევით ფრენისთვისაა განკუთვნილი და ტივტივები აქვს.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here