XDA-ს დეველოპერების მოხსენების თანახმად OnePlus 5 სპეციალურ მექანიზმს იყენებს Snapdragon 835-ის წარმადობის მაქსიმიზაციისთვის მაშინ, როცა მასზე სინთეტიკური ტესტი ეშვება. ექსპერტები ამბობენ, რომ სმარტფონს არ შეუძლია ასეთი მაღალი წარმადობის ჩვენება ყოველდღიური მოხმარებისას და მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ.

სულ რაღაც გუშინ გაიმართა ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია და უკვე დღეს ის სკანდალის ცენტრშია. წარმადობის გაზრდის მექანიზმი რვიდან ოთხ ბირთვს ამუშავებს გაძლიერებული სიხშირით 1.9 გიგაჰერცი, რაც ჩვეულებრივი ამოცანების შესრულებისას არ ხდება. XDA-ს კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივად ბირთვები 1.9 გიგაჰერცზე მხოლოდ 24.4% შემთხვევებში მუშაობს ხოლო ტესტებში ეს მაჩვენებელი ოთმაგდება, რაც რეალური მოხმარების სცენარს არ ემთხვევა.

ასეთი მანიპულაციების საშუალებით OnePlus 5 ერთ-ერთი ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს Snapdragon 835 მოწყობილობებს შორის. OnePlus 5 რეალურად ძალიან სწრაფი სმარტფონია, მაგრამ მიუხედავად ამისა ტესტების მაჩვენებლები რეალურ შედეგებს არ ასახავს, წერს Phone Arena.

ამავდროულად OnePlus-ის ერთ ერთი თანადამფუძნებელი კარლ პეი საკუთარ ტვიტერში წერს, რომ OnePlus 5  კომპანიის “ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მოწყობილობაა”.

რა თქმა უნდა ეს დასკვნა წინასწარი შეკვეთებითაა განპირობებული, რადგანაც OnePlus 5 გაყიდვაში მხოლოდ 27 ივნისს გამოვა და მიუხედავად იმისა, რომ ის კომპანიის ყველაზე ძვირად ღირებული სმარტფონია.

განახლება

როგორც OnePlus-ის წარმომადგენელი ამბობს ბენჩმარკების შედეგები სწორია და ტელეფონი არ ასხვავებს აპლიკაციებს ერთმანეთისგან, მით უმეტეს ტესტირებისას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here