კომპანია Huawei-მ წარმოადგინა ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი Honor ბრენდის ქვეშ. პრიველი სიაში არის ახალი 5-დიუმიანი ბიუჯეტური სმარტფონი Honor 6A, რომელსაც მეტალის კორპუსი აქვს. მეორე მოწყობილობა ფიტნეს ტრეკერი Honor Band A2-ია, რომელიც Xiaomi Mi Band-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. მესამე სიახლე კი როუტერია: The Honor Router, რომელიც ორ ვერსიაში X1 და X1 Plus არის წარმოდგენილი.

Honor 6A

ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Honor 6A მეტალის კორპუსშია მოთავსებული და 5 დიუმიანი HD ეკრანი აქვს. მას Qualcomm Snapdragon 430 ჩიპსეტი აქვს. სმარტფონს ასეე აქვს 2/3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება 16/32 გიგაბაიტი შიდა საცავი, 3020 მილიამპერიანი აკუმლატორი, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5-იანი წინა კამერა.

მოწყობილობას შეუძლია 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 b/g/n, Bluetooth 4.1, GPS და GLONASS-თან მუშაობა. საოპერაციო სისტემა რა თქმა უნდა Adndroid 7.0 Nougat-ია, რომელზეც საფირმო გარსი EMUI 5.1 მუშაობს.

სმარტფონი იქნება ოქროსფერ, ვერცხლისფერ, ცისფერ და ვარდისფერ ვარიანტში. მოდელი 2 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 116 დოლარი ეღირება ხოოდ 3/32 მოდელის ფასი 145 დოლარი იქნება.

Honor Band A2

უახლესი ფიტნეს ტრეკერი Honor Band A2 გასულ წელს გამოსული Band A1-ს ჩაანაცვლებს. სიახლეს 0,96 დიუმიანი სენსორული OLED ეკრანი აქვს. მისი აკუმლატორი 95 მილიამპერიანია და 9 საათამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს, თუმცა მას მოლოდინის რეჟიმში 18 დღს შეუძლია შეინარჩუნოს მუხტი. ტრეკერს გულის ცემის და ნაბიჯების მთვლელი სენსორები აქვს.

ამ წყალგაუმტარი (IP67) მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ფიზიკური აქტივობებების მონიტორინგია, ასევე ძილის ხარისხის კონტროლიც. ამის გარდა ტრეკერის შესაძლებლობებში შედის ველოსიპედით გადაადგილების აღიცხვა და სხვა სპორტული აქტივობების რეალურ დროში დაფიქსირება.

ფიტნეს ტრეკერს შავი, თეთრი, ლიმონისფერი და წითელი ფერის სამაჯურები აქვს და 29 დოლარი ეღირება.

Honor Router

კომპანიამ ახალი როუტერებიც გამოუშვა: Honor Router X1 და X1 Plus. მოწყობილობებს კომპაქტური კუბის ფორმის დიზაინი აქვთ. ორივე მოდლეს ორი Ethernet პორტი აქვს გარდა ინტერნეტთან დამაკავშირებელი პორტისა და 12 ვოლტიანი კვების ბლოკის პორტებისა, რომლებიც როუტერის უკანა პანელზეა მოთავსებული.

X1 და X1 Plus-ის განმასხვავებელი ფაქტორი მათი ტექნიკური შესაძლებლობებია. X1 ის შესაძლებლობებია: Wi-Fi 802.11 a/b/g/n – 2,4 გჰც. მაქსიმალური შეერთების სიჩქარე 300 მეგაბიტი. X1 Plus-ს შეუძლია Wi-Fi 802.11 a/b/g/n на 2,4 გჰც. და ასევე Wi-Fi 802.11ac MU-MIMO 5 გჰც-ზე და სიჩქარე 1 167 მეგაბიტს აღწევს.

ორივე მოდელს აქვს LPDC შეცდომების შესწორების ალგორითმი, რითაც მინიმუმამდე დასი სიგნალის სიმძლავრის დეგრადაცია სხვა ხელის შემშლელი მოწყობილობების და ფიზიკური ობიექტების გარემოში. Honor Router X1 15 დოლარი ეღირება, ხოლო Plus ვარიანი უფრო ძვირი 22 დოლარად გაიყიდება.

წინა სტატიაAndroid O – გრაფიკის დრაივერების განახლება PlayStore-დან და სხვა სიახლეები
შემდეგი სტატიაGoogle Jamboard – ჭკვიანი დაფა თქვენი ოფისისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი