Google-მა ინტერაქტიური ციფრული დაფების Jamboard-ების გაყიდვა დაიწყო, რომელიც კომპანის სერვისებთან მუშაობისთვის არის განკუთვნილი. მოწყობილობა 5000$ ღირს.

მოწყობილობა 55 დიუმიანი ციფრულ დაფას წარმოადგენს 4K გაფართოებით და Nvidia Jetson TX1 პროცესორზე მუშაობს. დაფა აღწურვილია USB 2.0 და 3.0 პორტებით, HDMI, USB-C და SPDIF პორტებით.

Jamboard განკუთვნილია ერთობლივი მუშაობისთვის, დაფა უკავშირდება Hangouts მესინჯერს და პროგრამებს G Suite პაკეტიდან (Gmai, Docs, Calendacs, Disk და ა.შ.) დაფის მართვა შესაძლებელია Jamboard აპლიკაციიდან Android და iOS პლატფორმებზე.

დაფაზე წერა შესაძლებელია სენსორული ზედაპირის და სტილუსის საშუალებით, რომელსაც დაწოლის ინტენსივობის აღქმა აქვს. ზედაპირის გასაწმენდად სპეციალური ჭკვიანი საშლელი გამოიყენება.

Jamboard-ში ჩაშენებულია მიკროფონი და წინა HD კამერა, რომელიც ვიდეო კავშრისთვის გამოიყენება. დისპლეიზე შეიძლება გამოვიტანოთ კამერის გამოსახულება ან დაფის ეკრანი თუმცა ამ ეტაპზე ორივეს ერთად მოხმარება არ არის შესაძლებელი.

მოწყობილობა მხოლოდ ამერიკაში იყიდება და ზაფხულში გაყიდვები დიდ ბრიტანეთსა და კანადაში გაეშვება. Jamboard-ის სხვა ქვეყნებში გაყიდვების შესაძლებლობაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის. დაფის ფასი 4999 დოლარია და მის კომპლექტაციაში შედის ორი სტილუსი, ერთი ჭკვიანი საშლელი და მაგიდის სამაგრი. კლიენტებს მოუწევთ ყოველწლიურად 600$-ის გადახდა, თუმცა პირველ ეტაპზე ეს მომსახურება მხოლოდ 300$ ეღირება. ამის გარდა ვერტიკალური სამაგრის მქონე სტენდის ცალკე ყიდვა იქნება საჭირო დამატებით 1349 დოლარად.

 

წინა სტატიაHuawei-ს სიახლეები: სმარტფონი, როუტერი და ფიტნეს ტრეკერი
შემდეგი სტატიაახალი ნოუთბუქები: Microsoft, Lenovo და Huawei

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი